საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 723 შემთხვევა არის დადასტურებული.

ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 495-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3614 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 316.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე