რა რემონტი ჩატარდება ახალქალაქის საკრებულოს შენობაში

რა რემონტი ჩატარდება ახალქალაქის საკრებულოს შენობაში

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარემონტო სამუშაოებზე მერიის ტენდერი მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტმა სარემონტო სამუშაოებისთვის პირველადი თანხა 101 964 ლარი გამოყო.

წინადადებების მიღება 18 ივლისს დასრულდება. ტენდერი 101 964 ლარიდან დაიწყება. ტენდერი ითვალისწინებს შემდეგ სამუშაოებს: შენობის ფასადი გარემონტდება ყველა მხრიდან, დამონტაჟდება 3 დროშის დასაყენებელი მექანიზმი, კეთილმოწყობილი იქნრბა შენობის მიმდებარე ტროტუარი და დაურგვება დეკორატიული ხეები.

შენობის შიგნით სამუშაოები არ იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის რეკონსტრუქცია ბიუჯეტის მორიგი კორექტირებით ივნისში შევიდა. საკრებულომ 101 964 ლარი დაამტკიცა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე