მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი გარდაიცვალა

მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი გარდაიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი, გოდერძი აფრასიძე კლინიკაში, გარდაიცვალა.

სახედრო პირს, ახალციხეში მდებარე ორფოლოს პოლიგონზე მეხი გეგმიური საველე სწავლების დროს, 13 ივნისს  დაეცა.  დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

ფაქტთან დაკავშირებით, მოკვლევა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სამმართველომ დაიწყო.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე