ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება  

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება  

დღეს, 30 აპრილს იწურება, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ბოლო ვადა.

გამოცდებისა და შეფასების ერთიანი ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია 18:00 საათამდე. ცენტრი ასევე, ონლაინ რეჟიმში მართავს ღია კარის დღეს.

აბიტურიენტები შეძლებენ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ყოველ ოთხშაბათს, ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, 13:00 -დან 16:00 საათამდე მიიღონ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე