დღეს, 11 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა ხანძარი, მანამდე ამ ადგილას ადამიანები ბალახს წვავდნენ. ხანძარი სავარაუდოდ საფლავების დასუფთავების შემდეგ გაჩნდა. ცეცხლი გორაზე გადავიდა და ხეებამდეც მიაღწია. ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
გარდაცვლილთა მოხსენიების დღისათვის ახალქალაქის მოსახლეობა ახლობლების საფლავებს შარშანდელი ბალახისგან ასუფთავებს. ქალაქის სასაფლაო «ტავშან ტაპას» მთის ძირში მდებაორეობს. დღეს მთელი დღე, სხვადასხვა ადგილიდან დამწვარი ბალახის კვამლი ამოდიოდა. საღამოს ცეცხლი სასაფლაოს მოედო. მეხანძრეებმა მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა, რადგან ის დიდ მასშტაბზე არ იყო გავრცელებული.