უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

უამინდობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.

უწყების ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

„თოვის, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ამასთან, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია.

„ზვავსაშიშროების გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ43-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე