ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე, სოფელ ბეღლეთთან მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებული ტექნიკა ახორციელებს ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს, რათა ავტოტრანსპორტის გადაადგილება უმოკლეს პერიოდში აღდგეს.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე