კორონავირუსი სომხეთში: 15 სექტემბრის მონაცემები

კორონავირუსი სომხეთში: 15 სექტემბრის მონაცემები

სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 756 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 22 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 056-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 250 559 პირი დაინფიცირდა. ქვეყანაში ამჟამად 11 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

თეგები: სომხეთი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე