ახალქალაქის სოფლებში 62 ახალი ნაგვის ურნა დამონტაჟდა

ახალქალაქის სოფლებში 62 ახალი ნაგვის ურნა დამონტაჟდა

ახალქალაქის სერვის ცენტრმა ნაგვის 200 ახალი კონტეინერი მიიღო. ისინი სოფლებში უკვე დამონტაჟდა.

ცენტრი დროდადრო სოფლებს ახალ ურნებს დგამს. ახალი ნაგვის ურნები 14 სოფელში დამონტაჟდა.

სოფელ კაჩოში 5 ნაგვის კონტეინერი იყო დამონტაჟებული, ახალქალაქში – 3, ბეჟანოში – 3, დილისკში – 14, გადოში – 3, ტურცხში – 3, ლომატურცხეში – 3, ოკამიში – 5, კარსეში – 2, აზმანში – 2, ორჯაში – 6, ჩუნჩხეში – 3, პტენაში – 3 და 7 მარტუნიში.

ახლად დამონტაჟებული კონტეინერების მოცულობა 1 კუბური მეტრია.

ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორის არმენ ბიჩახჩიანის თქმით, უახლოეს მომავალში დიდი ტევადობის ახალ ნაგვის მანქანებს მიიღებენ. ისინი დაახლოებით 9 სოფელს მოემსახურება. დიდი კონტეინერები სოფლების გარეთ განთავსდება, რისთვისაც სპეციალურად 10/10 ბეტონის საძირკველი შეიქმნება, რომლის გასწვრივ ნაგვის გადმოსატვირთად ახალი ნაგვის მანქანა იმოძრავებს.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე