სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა

სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა

დღეს, 6 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით  ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4051 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 313 ახალქალაქში და 138 ნინოწმინდაში.

როგორც სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
8 – ახალციხეში
1 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
22 – ბორჯომში
1 – ნინოწმინდაზე
3 – ასპინძაში

საერთო ჯამში, რეგიონში 333 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 121
ახალქალაქი – 27
ბორჯომი – 86
ნინოწმინდა – 1
ასპინძა – 56
ადიგენი – 42

ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსის შედეგების გამო სიკვდილი არ დაფიქსირებულა.

საერთო ჯამში, 3,699 ადამიანი გამოჯანმრთელდა რეგიონში, 43 გარდაიცვალა. ამ დროისთვის 67 ტესტის პასუხებს ელოდებიან.

გამოვლენილია 52 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე