გუშინ, 10 დეკემბერს, თბილისის დროით 22:53 საათზე, ბორჯომთან 3.0 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ეპიცენტრი სოფელ დგვართან ერთ კილომეტრში დაფიქსირდა.