საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 33 858 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2,197 პაციენტი, სულ – 14,829.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა, საერთო რაოდენობა 253 ადამიანია.

საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 3 507 მოქალაქე, საავადმყოფოში 4,022 ადამიანი იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. კოვიდსასტუმროებში ხალხის რაოდენობა 2 344 ადამიანია.

გარდა ამისა, საქართველოს 41 მოქალაქე სამკურნალოდ უცხოეთიდან გადამოიყვანეს.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1,824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1,262 პაციენტი გამოჯანმრთელდა.