Armenian      Russian

სოფელ ბუზავეთის ბინძური ბასეინების შესახებ JNEWS-ის სტატიების გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, თუ ვინ არის სოფლში წყლის რეზერვუარების პასუხისმგებელი პირი და საიდან ღებულობს სოფელი წყალს, რომელიც დასალევად არვარგია.

JNEWS-ის გუშინდელი პუბლიკაციის შემდეგ, რედაქციას სოფელ ბუზავეთის სპეციალისტი, არტურ დუმანიანი დაუკავშირდა, რომელიც ამტკიცებს, რომ მან გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრს არაერთხელ მიმართა. მისი თქმით, მან მხოლოდ დღეს შეძლო გარკვევა, რომ მათი სოფელი წყალგამანაწილებელი კომპანიის ბალანსზე არ იმყოფება.

“არტაკ თარლამაზიანს დავუკავშირდი და გავარკვიე, რომ რეზერვუარები გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის ბალანსზე არ იმყოფება. შარშან მათ ქლორი არ მოგვცეს. ეს იყო 2018 წელს. მათ თანამშრომელი გამოგვიგზავნეს, რომელიც დასუფთავების გარეშე ქლორავდა წყალს. ჩვენ რეზერვუარს მუდამ მთელი სოფლით ვასუფთავებდით. ამ ბოლოს მათ დავურეკე, რადგან არ შეგვეძლო ერთი რეზერვუარის დასუფთავება. დავურეკე მათ, რადგან მეგონა, რომ ჩვენი წყალი მათ ბალანსზეა. მაშინ მან მითხრა, რომ დასუფთავების შესაბამისი ტექნიკა იმყოფება თბილისში, გაფუჭებულია, აკეთებენ. როდესაც ვკითხე, როდის გამოგვიგზავნიან, მან მითხრა, რომ არ იცის. მუდამ მათ მივმართავდი. უარი არ უთქვამთ. ჩვენ სასმელი წყლის 3 აუზი გვაქვს. ამჟამად სამივე დასუფთავებულია”,- ამბობს სოფლის სპეციალისტი.

მისი თქმით, გაბინძურების მიზეზი უცნობია, თუმცა სასმელი წყლის რეზერვუარები საკმაოდ ცუდადაა დაცული.

“ისინი ღია არ არის, არის ბადე, რომელიც ამჟამად ცუდ მდგომარეობაშია. მე განცხადება უნდა დავწერო, რომ ამ ბადეების საკითხი მოვაგვარო, რათა ცხოველები არ მოხვდეს იქ. თუმცა სიბინძურე ბადის გამო არ არის. არ ვიცი, რეზერვუარებში საიდან ჩნდება სიბინძურე და ხავსი, რისი დასუფთავებაც ყოველი შემოდგომით არის საჭირო”,- ამბობს სოფლის სპეციალისტი არტურ დუმანიანი.

როგორც აღმოჩნდა, გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრი სოფელ ბუზავეთის წყლის რეზერვუარებს არ ემსახურება. ამ სოფლის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმართველობა ახალქალაქის სერვისცენტრის სახით.

“სავარაუდოდ, გაურკვევლობა მოხდა. გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის ბალანსზე 36 სოფელი და ქალაქი იმყოფება. მათ რიცხვში არ შედის სოფელი ბუზავეთი. მაგრამ ასე იყო გასულ ან იმის წინა წელს, ჩვენ მერიიდან გვთხოვეს დასუფთავება, იცოდნენ, რომ სოფელი ჩვენ არ გვეკუთვნის. მაგრამ რაღაც მწერი იყო, და ჩვენ დახმარების სახით გავაგზავნეთ, მე დარღვევა გავაკეთე და ქლორი, რომელიც ჩვენს სერვისცენტრს ეკუთვნის, სოფელს მივაწოდე, რომელიც სხვა ორგანიზაციის ბალანსზეა. ჩვენმა თანამშრომლებმა რეზერვუარი დაქლორეს. ჩვენ ამას იშვიათად ვაკეთებთ. როდესაც გვთხოვენ, და ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს, ვეხმარებით”,- ამბობს დირექტორი, არტაკ თარლამაზიანი.

როგორც აღმოჩნდა, სოფელ ბუზავეთისა და კიდევ 26 სოფლის წყლის რეზერვუარების მომსახურებაზე პასუხისმგებელია ახალქალაქის სერვისცენტრი. როგორც დირექტორი არმენ ბიჩახჩიანი ამტკიცებს, მათთვის ამ თხოვნით არავის მოუმართავს.

“27 სოფლის რეზერვუარი ჩვენ გვეკუთვნის. სოფელ ბუზავეთიდან განცხადება არ მიგვიღია. ჩვენ არ შეგვიძლია ყველა სოფლის შემოვლა და გარკვევა, როგორი სიტუაციაა. უნდა იყოს რამე საგანგებო ვითარება, და მათ უნდა მოგვმართონ ჩვენ, რათა ჩვენ რეაგირება მოვახდინოთ. არის სამუშაო, რომლის გაკეთებაც შეგვიძლია, არის ისეთიც, რომელსაც ვერ ვაკეთებთ. მაგალითად, ჩვენ დაქლორვის სპეციალისტები არ ვართ, არ ვიცით, რა ზომით უნდა მიეცეს. მივდივართ ავარიის დროს და მსუბუქ სამუშაოებს ვასრულებთ. სიტყვაზე, ჩვენ არ შეგვიძლია წყალგაყვანილობის გამოცვლა. რაც შეეხება დასუფთავებას, არ ვიცი, რა დონის დასუფთავებაზეა საუბარი. თუკი შესაძლებელია ფიზიკური ძალისხმევით დასუფთავება, როდესაც განცხადებით მოგვმართავენ, გავაკეთებთ”,- ამბობს ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორი არმენ ბიჩახჩიანი.

ამასთანავე, სოფელ ბუზავეთში შიშობენ, რომ დასუფთავების თვალსაზრისით მიღებული ზომები საკმარისი არ არის, მათ ეშინიათ დაავადების, რადგან რეზერვუარი არ არის დაცული.