გუშინ, 8 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე ახალქალაქის ცენტრში მომხდარი ჩხუბის დროს, სოფელ კულიკამის მცხოვრები, 27 წლის ვ.მიანიანი ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა, რის შემდეგაც ახალქალაქში არეულობა დაიწყო.

კულიკამის მკვიდრებმა ა.გაბრიელიანის კერძო სახლს და მისი მამის სახლსა და სასტუმროს ცეცხლი გაუჩინეს. ის ესროდა გარდაცვლილს. ასევე კონფლიქტში მონაწილე კლიმენტ კოზიანის და გენა ზარარიანის საცხოვრებელი სახლები დაწვეს. ქალაქში არეულობა გვიან ღამემდე გრძელდებოდა. ადგილზე მობილიზებულა სპეციალური დანიშნულების რაზმი და პოლიციის თანამშრომლები.

დღეს დილით, 9 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, არტურ გაბრიელიანი (დაბადებული 1983 წელს) განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენის, შენახვისა და გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

სასტუმრო “არტსეგი”

hyuranoc1

2

hyuranoc4

hyuranoc

steklo

hyuranoc35

კლიმენტ ქოსიანის სახლი

tun7

tun8

tun9

გენა ზარმარიანის სახლი

tun2

tun4

3

სამველ გაბრიელიანის სახლი

tun6

tun5