Armenian      Russian

დღეს 31 ივლისს, ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში, 2020 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალქალაქის კორპუსში პირველად გაიმართა. ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონმა მაკა ბერიძემ გახსნა.

uchilka

კურსდამთავრებულებს ეს განსაკუთრებული თარიღი მიულოცეს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში ბატონ მერაბ ბერიძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსის რექტორის მოადგილემ ბატონ ვასილ მოსიაშვილმა, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანმა ბატონ გიორგი ბუცხრიკიძემ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული დოქტორმა ქალბატონ სოფიკო გვარამაძემ.

ცერემონიის ბოლოს მანტიით შემოსილმა კურსდამთავრებულებმა, ტრადიციის თანახმად, ქუდები ცაში ააფრიალეს.