დღეს, 26 ივლისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ენზელ მკოიანთან შეხვედრა ღია ცის ქვეშ გაიმართა. შეხვედრაში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა მონაწილებდა. დღევანდელი შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მკოიანის კანდიდატურის დაყენებაზე JNEWS-ი ენზელ მკოიანს გაესაუბრა.

– რა დღესასწაული იყო ორგანიზებული დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში?

– ეს იყო დიდი ღონისძიება, 1400 -ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, სუფრა 900 კაცზე გაიშალა და ყველა ადგილი დაკავებული იყო, ხოლო სოფლის 300 მცხოვრებს ბუნებაში – ტყეებში და ტბებთან გაუმასპინძლდნენ.

– რა მიზეზით შეიკრიბეთ?

სათხას მცხოვრებლებმა თავიანთი დეპუტატი დაპატიჟეს. მათ შეხვედრა და დალაპარაკება სურდათ. ეს ყველაფერი ორგანიზებული იყო სოფელ სათხას მიერ.

– გამოდის, რომ თქვენ არ გაუმასპინძლდით მათ?

– არა, არა… სოფელი სათხა, სოფელ სათხაში 3 ძროხა და ხბო დაკლეს, დაახლოებით 30-40 ცხვარი და ღორი, აი, ასეთია სოფელი სათხა, განა არ იცოდით? ტელეკომპანია “მთავარი არხიც” იყო იქ, იღებდნენ დილიდან დასრულებამდე, თქვენც შეგიძლიათ იქ მიხვიდეთ და გაიგოთ, ვინ გაგვიმასპინძლდა, მათ თვითონ დაკლეს ძროხები. სიმართლე გითხრათ, ჩვენ შეხვედრა გვინდოდა 30-40 ადამიანთან, მაქსიმუმ 40-50 ადამიანთან, მაგრამ სოფლის მოსახლეობა ფეხზე ადგა და თვითონ გადაწყვიტა, რომ სუფთა ბუნებაში გაეშალათ, ყველა ერთად დამსხდარიყო. მოისურვეს ყველას დაპატიჟება, რაც გააკეთეს კიდეც. იქ იყვნენ არა მხოლოდ სოფელ სათხადან, სუფრასთან სათხას 200 მცხოვრები იჯხდა, დანარჩენი 700 ადამიანი ახალქალაქისა და ნინოწმინდის სოფლებიდან იყვნენ. ყველა სოფლიდან იყვნენ – მინიმუმ 15-20 კაცი თითოეული სოფლიდან. არ იყო ისეთი სოფელი, საიდანაც სტუმრები არ იქნებოდნენ დაპატიჟებულნი.

– ბატონო მკოიან, მიღების დროს საუბარი იყო მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე თქვენს შესაძლო კანდიდატურაზე.

– ხალხმა თვითონ თქვა სიტყვა, სიტყვით გამოვიდნენ სოფელ განძადან, ხანჩალიდან, სათხადან, გონდურადან, ადგნენ და სკანდალი დაიწყეს, მე ჩემთვის მშვიდად ვიჯექი, ამბობდნენ, რომ მე მათ ვუღალატებ, თუკი ჩემს კანდიდატურას არ წამოვაყენებ. მე მათ ვუპასუხე, რომ პარტიის წევრებს შევხვდები, გადავწყვეტთ და ამის შემდეგ, მე მათ პასუხს ვეტყვი. ისინი უბრალოდ ითხოვდნენ, რომ მე ჩემი კანდიდატურა წამომეყენებინა. განძას ერთ-ერთმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ თუკი კანდიდატურას არ წამოვაყენებ, ისინი მოღალატედ ჩამთვლიან, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, მოსახლეობის მოღალატედ.

– პარტიაში თქვენ “ქართულ ოცნებას” გულისხმობთ?

– დიახ, ზუსტად “ოცნებას”. მე პარტიასთან დაუსრულებელი საქმეები მაქვს, ჯერ არ დამისრულებია. ზოგადად ვფიქრობ, სახელმწიფოებრივად. კარგი იქნებოდა, იქ ყოფილიყავით და გენახათ, დღეს ფრიალებდა ჩვენი სახელმწიფოს და “ოცნების” დროშები. ხალხი ჩვენს შესახებ აღარაფერს იტყვის, რადგან დღეს ესწრებოდა ხალხი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა, მაგრამ ხალხი დღეს ყველაზე ჭკვიანია, არასდროს ცდება, როგორც ისინი იტყვიან, ისე იქნება, რადგან ჩვენ ახლა ე.წ. მოლოდინის რეჟიმში ვართ.

– სხვა სიტყვებით, თქვენ შეგიძლიათ პარტიული სიით წამოაყენოთ კანდიდატურა?

– მე არაფერი ვიცი. ჩემი ვარიანტები მაქვს. დაველოდები, რას იტყვიან, მას შემდეგ ვიტყვი მე.

– შესაძლებელია, თქვენ დამოუკიდებელი კანდიდატურის სახით წამოაყენოთ კანდიდატურა?

– იცით, თუკი ხალხი ადგება და მაიძულებს, ისევე, როგორც დღეს, ერთი სიტყვით, ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული, ჯერ დრო არის, ეს ჯერ დასაწყისია, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს სამი თვის შემდეგ. ხალხი წყვეტს, არაფერი არაბუნებრივი ამაში არ არის, რომ დღეს სხვადასხვა სოფლიდან მე მაძალებდნენ, მე 21 წელია პოლიტიკაში ვარ, ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის. თუკი მაიძულებენ, შეიძლება, მათ ვარიანტს დავთანხმდე, მოსახლეობის თხოვნით.

ინტერვიუზე მიბმულია დღევანდელი შეკრების ვიდეო.

ვიდეო აღებულია არარატ ამბარიანის Facebook გვერდიდან