ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალქალაქში დადის ჭორები იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტში ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ნაცვლად, ოქტომბრის არჩევნებზე კენჭს იყრის სამველ მანუკიანი, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების” პარტიის საარჩევნო სიით მოხვდა.

აღნიშნულის დასაზუსტებლად JNEWS-მა “ქართული ოცნების” პარტიის სათავო ოფისს მიმართა, საიდანაც ჩვენ შეგვატყობინეს, რომ ოფიციალურად მოსალოდნელ ცვლილებებზე უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ.

სამველ მანუკიანმა, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების” მხრიდან, პროპორციული სიით 2016 წელს შევიდა, კომენტარებისაგან თავი შეიკავა.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა კი თქვა შემდეგი:

“მე არ ვიცი, თუ ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, ამიტომ დრო ჯერ არის. შეგატყობინებთ, როდესაც ამის დრო მოვა”.

მიუხედავად ამისა, ჩვენი სანდო წყაროები ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წელს ენზელ მკოიანის კანდიდატურა მაჟორიტარი დეპუატატის სახით წარდგენილი არ იქნება, ხოლო “ქართული ოცნების” პარტია სამველ მანუკიანის კანდიდატურას წამოაყენებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევაში 3 სომეხი ეროვნების დეპუტატი ფიგურირებს. სამივე დეპუტატი: ენზელ მკოიანი, სამველ მანუკიანი და რუსლან პოღოსიანი, მართველი პარტიის “ქართული ოცნების” მხრიდანაა.