Armenian      Russian

ენერგოგამანაწილებელი კომპანია Energo Pro Georgia აბონენტებს ატყობინებს, რომ დღეს, 26 ივნისს, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის შუალედში გეგმიური სამუშაოების გამო, ელექტროენერგია შეწყდება ახალქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე: ნალბანდიანის, ჩარენცის, აღმაშენებლის, თუმანიანის, მაშტოცის, თავისუფლების და მათ მიდამოებში.

ელექტროენერგიის გარეშე დარჩება ასევე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფელი: 13:00-დან 18:00 საათამდე კარტიკამი, კულიკამი, ხულგუმო, ორჯა, ხორენია, მაჯადია, კორხი, ოლავერდი, აბული და მათ მიდამოებში.

11:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის გარეშე დარჩებიან: ბეჟანო, ტაბაწყური, მოლიტი, ჭიხარულა, ბალანთა და მოდეგამი.

აღდგენითი სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის გაცემა აღდგება.