დღეს, 15 ივნისს ახალქალაქის მერიის შენობასთან დაახლოებით 300 ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ხელისუფლებისგან კიმ კუღოიანის საქმეზე ყურადღებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების მოსაზრებით, კიმ კუგოიანის საწინააღმდეგოდ საქმე შეთითხნილია. მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და გამოყენებაში ედება ბრალი.
შუადღისას, ახალქალაქის მერიის შენობასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივები პარლამენტის დეპუტატთან ერთად შეიკრიბნენ, რათა სოფლებში გასულიყვნენ. მათთან ახალქალაქის დაახლოებით 300 მცხოვრები მივიდა, რომლებიც “ხას ბახჩა” პარკში შეიკრიბნენ და მერიის შენობასთან საპროტესტო აქციის გასამართად მივიდნენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა კიმ კუღოიანის მიმართ სამართლიანობის მოთხოვნა იყო. ის სამართლებრივი საქმის ფიგურანტია, რომელსაც Jnews.ge თვალყურს ადევნებს, რადგან აღნიშნულმა საქმემ ქალაქის ცენტრში ხმაურის გამოწვევის შედეგად საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია.
ახალქალაქის ცენტრში სამართლებრივი საქმით ქალაქის მცხოვრები დააკავეს
კიმ კუღოიანის მომდევნო სასამართლო პროცესი 22 ივნისს შედგება. ბრალდებული ამტკიცებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მას პოლიციის თანამშრომლებმა მიუგდეს. რეალურად სამართალდამცავ ორგანოებს სურთ, რომ მან საკუთარ თავზე აიღოს რიგი ქურდობის დანაშაული, რომელიც ახალქალაქში უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა.
მიტინგზე მოსულმა კიმის მშობლებმა, დღეს შეხვედრაზე თქვეს, რომ ისინი მომდევნო სასამართლო სხდომამდე კონკრეტულ პასუხს ითხოვენ, უფრო სწორად კი ითხოვენ იმის გარანტიას, რომ მას არ დააკავებენ.
«პოლიციელები ამბობენ, რომ ყველა ქურდობა ჩემი ჩადენილია. მე 9 თვის განმავლობაში ციხეში ვიჯექი, მაშინ ვინ ძარცვავდა? მე ციხიდან ხომ არ ვძარცვავდი»,- თქვა კიმ კუღოიანმა.
კუღოიანებს გაესაუბრნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ენზელ მკოიანი, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ნაირი ირიციანი.
ენზელ მკოიანი დაპირდა, რომ ამ საქმით დაკავდება მას შემდეგ, რაც სოფლებიდან დაბრუნდება. ის დაპირდა, რომ შეეცდება საქმეს «ქართული ოცნების» მხრიდან დაეხმაროს.
«ბატონი ირიციანი პარტიის თავმჯდომარეა, როდესაც დაბრუნდება, პარტიული ხაზით წერილს დაწერს, ჩვენ ხელს მოვაწერთ, ვიტყვით, რომ ხალხი გამოვიდა და სამართლიანობას ითხოვს. მას შეუძლია წერილის ასლი მოგაწოდოთ. ვგრძნობ, რომ ამ ბიჭის საქმემ მოისუსტა. 4-5-ჯერ შენი საკითხით დავკავდით, ვიწვალეთ, ეს 100%-ით ასეა, მაგრამ მე არ მგონია, რომ დღეს დაინტერესებულები არიან ამ საკითხის მოგვარებით. არ მინდა ქუჩაში ყველასთან კონკრეტულად ვისაუბრო. არიან ადამიანები, რომლებიც ბიჭს უთვალთვალებდნენ, ახლა კი ცოტათი მოსცილდნენ. სავარაუდოდ ისინი მიხვდნენ, რომ კარგს არაფერს აკეთებენ. თქვენც იცით ვინ არიან ეს ადამიანები. ისინი ამბობდნენ, არა, ასე არ უნდა იყოს. ჩვენ მათ ვეკამათეთ»,- ენზელ მკოიანმა უთხრა კიმ კუგოიანის დედას, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ იცის ვისზეა საუბარი.
Jnews.ge-ს შეკითხვაზე, თუ ვისზე იყო საუბარი, კიმ კუღოიანის დედამ თქვა:
«როცა ქურდობის შემთხვევები იყო, ჩემს შვილს უთვალთვალებდნენ, ახალციხეში წაიყვანეს. არ ვიცი კონკრეტულად ვინ იყო იქ, პოლიციის უფროსი თუ სხვა. იმის გამო, რომ ჩემმა შვილმა გალანძღა ისინი, ის სცემეს. ცეცხლსასროლი იარაღი მას წინ დაუდეს და უთხრეს, რომ ქურდობას თუ არ აღიარებდა ის ცეცხლსასროლი იარაღი მისი იქნებოდა»,-ამბობს კიმ კუღოიანის დედა არაქსია პანკრატიანი.
პროტესტის აქცია დასრულდა, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელში უნდა წასულიყვნენ.
კიმ კუღოიანს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენას, შენახვას და ტარებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების სღკვეთას გულისხმობს.
კიმ კუღოიანი დაახლოებით 14:00 საათზე ახალქალაქის ცენტრში, პარკ “ხას ბახჩასთან” სპეცრაზმის თანამშრომლებმა 2019 წლის 24 მაისს დააკავეს.