ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციაში ახალი შტატი გაიხსნება, რომელიც არასრულწლოვანთა საკითხებით იქნება დაკავებული.

ახალი შტატი სახელმწიფოს სპეციალური პროგრამით გაიხსნება. ის არასრულწლოვანთა დაცვისა და მათ აღზრდაში დახმარებისაკენ იქნება მიმართული. შტატი 2020 წლის სექტებმრამდე გაიხსნება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რით იქნება დაკავებული ეს თანამშრომელი.

«ახალი შტატის მუშაკი არასრულწლოვანთა საკითხებით იქნება დაკავებული, მათი აღზრდიდან დაწყებული მშობლების დამოკიდებულებამდე, თუ არასრულწლოვანი ობოლია, მეურვის დამოკიდებულება იგულისხმება. ახალი თანამშრომლის მუშაობის ინსტრუქციას მივიღებთ და ამის თანახმად ვიმუშავებთ»,- ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი.

Jnews-ი მერიის ახალი შტატის სამუშაოს დეტალების შესახებ მომავალში გაცნობებთ.