Google -მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი მიულოცა. საძიებო გვერდზე 26 მაისის 00:00 საათზე გამოჩნდა “გუგლის” სპეციალური ლოგო საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად.

საძიებო სისტემაში მითითებულია, რომ საქართველო დღეს, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. Google -ს ინტერნეტმომხმარებელი საძიებო სისტემის შესაბამის გვერდზე გადაჰყავს, სადაც განთავსებულია ინფორმაცია საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ.