უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მიზნით, თურქეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები დღეს, ქალაქ ანტალიაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მიწვევით გაიმართება.
ამასთან, როგორც BBC იუწყება, გუშინ, თურქეთში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც ჩავიდა.
შეგახსენებთ, ქვეყნების უმაღლეს დიპლომატებს შორის, სამმხრივი მოლაპარაკებები იქნება პირველი, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა