ახალქალაქში, თავისუფლებისა და დარბინიანის ქუჩების გზაჯვარედინზე მძღოლებისთვის საშიში, ღრმა და დიდი ორმოა, რომელიც არჩევნის წიმაშე აყენებს მათ. მძღოლებმა ან უნდა დაარღვიოს საგზაო მოძრაობის წესები და შემხვედრ ზოლზე გადავიდნენ, ან საკუთარი მანქანა უნდა დაამტვრიონ.
ქალაქის ცენტრში, თავისუფლებისა და დარბინიანის ქუჩების გზაჯვარედინზე, შუქნიშანთანვე, დიდი ორმოა წარმოქმნილი. ის შარშან ცენტრალური ქუჩისა და ცენტრალური წყალგაყვანილობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ წარმოიქმნა და ახლა სულ უფრო ღრმავდება და დიდდება. ერთხელ ორმო დაფარეს ქვიშით, თუმცა ამან დიდხანს ვერ გაძლო.
ამ ბოლო დროს კიდევ ორმო წყლით გაივსო. როგორც გაირკვა, წყლის დაგროვება წყალგაყვანილობაზე ავარიის შედეგად მოხდა.
«ზედაპირთან ახლოს იყო ავარია. წყალი იქიდან ჟონავს. ჩვენ ერთი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, როგორც კი დავასრულებთ, ამას მივხედავთ»,- ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის მენეჯერი, არტაკ ტარლამაზიანი.
გაჟონილი წყლის საკითხი, პასუხისმგებელ პირთა თქმით, უახლოეს მომავალში მოგვარდება, თუმცაღა შუა გზაზე არსებული ღრმა ორმოს ასფალტირების საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.
«ორმოს შესახებ კომპანია “ჯავახ ავტო გზას” ვესაუბრეთ. რადგან ეს ქუჩა არ არის მუნიციპალური, ამ საკითხის მოგვარება ჩვენ თვოთონ არ შეგვიძლია. მათ აგვიხსნეს, რომ ისინი ჯერ არ გაარემონტებენ გზას»,- ამბობს ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელი, მაგდა ამირშადიანი.
კომპანია «ჯავახ ავტო გზაში» აგვიხსნეს, რომ ორმოს ასფალტირება დამოკიდებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტზე.
«ეს საკითხი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უნდა მოაგვაროს, ისინი აპირებენ ამ გზის რეაბილიტაციას, სოფელი კორხიდან დაწყებული ქალაქის ქართულ ეკლესიამდე, მაგრამ ჯერ გაურკვეველია, ამიტომ ჩვენ ამ ორმოს არ ვეხებით»,- ამბობს კომპანია «ჯავახ ავტო გზის» დირექტორი, ჯაბა ძირკვაძე.
ახალციხე-ახალქალაქის მრავალი წლის დანგრეული გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას უკვე რამდენიმე წელია გვპირდებიან. ჩვენ წლის დასაწყისშივე შევეცადეთ გაგვერკვია, თუ როდის და გზის რა მონაკვეთს გაარემონტებენ, თუმცა კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ.
ჯავახეთის ქუჩის გარემონტებას გვპირდებიან წელს
მრავალჯერადი მცდელობების მიუხედავად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ვერ დავუკავშირდით. ინფორმაციის მოძიების შემთხვევაში Jnews.ge გაცნობებთ.