სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 126 224-ს მიაღწია,-იუწყება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.
შედარებისთის ავღნიშნავთ, რომ 21 ნოემბრის მონაცემებით სომხეთში 124 839 შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1385 შემთხვევა ვლინდება.
ბოლო 24 საათში ვირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, საერთო ჯამში კორონავირუსით 1952 პაციენტი გარდაიცვალა. კიდევ 3 კოვიდინფიცირებული სხვა დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ჯამში, ასეთი ლეტალური შემთხვევების რიცხვი 501-ს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის გამოჯანმრთლდა 94 090 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 29 681 ადამიანი რჩება, ჩატარებულია 487 088 ტესტი.