სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 124 839-ს მიაღწია,-იუწყება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.
შედარებისთის ავღნიშნავთ, რომ 20 ნოემბრის მონაცემებით სომხეთში 123 646 შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1193 შემთხვევა ვლინდება.
ბოლო 24 საათში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, საერთო ჯამში კორონავირუსით 1931 პაციენტი გარდაიცვალა. კიდევ 10 კოვიდინფიცირებული სხვა დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ჯამში, ასეთი ლეტალური შემთხვევების რიცხვი 498-ს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის გამოჯანმრთლდა 92 829 მოქალაქე და ჩატარებულია 483 652 ტესტი.