წმინდა სინოდის წევრი და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეპისკოპოსს სხვა თანმხლებ დაავადებასთან ერთად კორონავირუსი ჰქონდა.
“მეუფე ლაზარე, სხვა თანმხლებ დაავადებებთან ერთად, კოვიდვირუსის გამოც მკურნალობდა. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს ლაზარეს გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
საქართველოში დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო 41 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 96 860-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 894 ადამიანია გარდაცვლილი.