სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 123646-ს მიაღწია,-იუწყება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.
შედარებისთის ავღნიშნავთ, რომ 19 ნოემბრის მონაცემებით სომხეთში 121 979 შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1667 შემთხვევა ვლინდება.
ბოლო 24 საათში ვირუსს 30 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, საერთო ჯამში კორონავირუსით 1900 პაციენტი გარდაიცვალა. კიდევ 10 კოვიდინფიცირებული სხვა დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ჯამში, ასეთი ლეტალური შემთხვევების რიცხვი 488-ს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 90 754 მოქალაქე რჩება და ჩატარებულია 480445 ტესტი.