სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 520 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 121 979-ს შეადგენს,-იუწყება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.
დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 8319 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 88 388 შეადგენს.
ბოლო 24 საათში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, საერთო ჯამში კორონავირუსით 1870 პაციენტი გარდაიცვალა. კიდევ 19 კოვიდინფიცირებული სხვა დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ჯამში, ასეთი ლეტალური შემთხვევების რიცხვი 478-ს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 31 243 მოქალაქე რჩება და ჩატარებულია 475 986 ტესტი (აქედან 3796 დღე-ღამეში).