სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 589 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 120 459-ს შეადგენს,-იუწყება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.
ამგვარად დაავადებულთა საერთო რაოდენობა პანდემიის დაწყებიდან დღემდე 120,459 გახდა, დაფიქსირებულია 38,082 აქტიური ქეისი.
დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1726 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 80,069 შეადგენს.
ბოლო 24 საათში ვირუსს 28 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, საერთო ჯამში კორონავირუსით 1 839 პაციენტი გარდაიცვალა, კიდევ ექვსი კოვიდინფიცირებული სხვა დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ჯამში, ასეთი ლეტალური შემთხვევების რიცხვი 469-ს აღწევს.