დღეს, 16 ნოემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მის დღის წერიგში თანამდებობის დატოვების საკითხი არ დგას. დღევანდელ ონლაინ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მის დღის განრიგში არის სომხეთისთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველჰყოფა.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, მისი მხრიდან ოპოზიციის მიმართ ძალადობა გამორიცხულია და აღნიშნა, რომ თუკი ოპოზიცია, ასევე, გამორიცხავს ძალადობას, შესაძლებელია ვითარებიდან გამოსავალი ერთობლივად გამონახონ.
“ეჭვგარეშეა, რომ მომხდარზე ერთადერთი პასუხისმგებელი მე ვარ. მე მესმის, პირობითად რომ ვთქვათ, ეროვნულ სასამართლოზე უნდა წარვსდგე. მაგრამ იმისთვის, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს, მათ ყველა დეტალი უნდა იცოდნენ”, – თქვა მან.
ომის მიზეზებზე საუბრისას, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ “2018 წლის მაისის მდგომარეობით მოლაპარაკებების პროცესის ლოგიკა შემდგომში მდგომარეობდა: ტერიტორიების ჩაბარება, სანაცვლოდ კი არაფრის მიღება”.
“ჩემი პოლიტიკა მდგომარეობდა იმაში, რომ ამ ლოგიკასთან არ შევთანხმებულიყავი, რათა ის შემეცვალა. სამწუხაროდ, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან ფორმირებული იყო საერთაშორისო კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ტერიტორიები უნდა გადაეცეთ წინასწარი პირობების გარეშე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან უარყო ბრალდებები იმას დაკავშირებით, რომ “შუში ჩაბარდა”. “მოღალატური გადაწყვეტილებები არ ყოფილა მიღებული”, – აღნიშნა ფაშინიანმა.