იმ ადამიანების სიები, რომლებმაც განათლების მიღების, სამედიცინო მომსახურების, ან სამუშაოდ წასვლის მიზნით საქართველოდან გასვლის ნებართვა მიიღეს, აღარ გამოქვეყნდება. როგორც პარტია “ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისში განაცხადეს, ის ადამიანები, რომლებიც მათ ოფისში დარეგისტრირდნენ, რეგისტრაციიდან მე-3 დღეს შეუძლიათ გასვლა.
ჯავახეთის მოსახლეობის სომხეთში სასწავლებლად, ან სამუშაოდ წასვლის პროცესი გრძელდება. ამ ხალხს გამონაკლისის სახით, გამგზავრების აუცილებლობიდან გამომდინარე ქვეყნიდან გასვლის ნებართვა ეძლევა. დღემდე იმ ხალხის სია, რომლებმაც ნებართვა მიიღეს, JNEWS-ზე ქვეყნდებოდა და ხალხს ამ სიების საშუალებით შეეძლო გაეგო, შეუძლიათ თუ არა წასვლა. თუმცა, ახალი სიები აღარ გამოქვეყნდება.
როგორც “ქართული ოცნების” ოფისში განმარტავენ, მოქალაქეებს, ვინც მათთან რეგისტრირდება, მესამე დღეს შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა. მათივე თქმით, იმისთვის, რომ საქართველოში გაკეთებულ ტესტის ვადებთან დაკავშირებით პრობლემები არ იყოს, ტესტის გაკეთება შესაძლებელია უკვე სომხეთის საზღვარზე.