სომხეთში, 16 ნოემბერს, 11:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსული ინფექციის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი იტყობინება.
ახალი შემთხვევების შედარებით დაბალი რიცხვი განპირობებულია იმით, რომ კორონავირუსის ტესტირების ლაბორატორიების უმეტესობა შაბათ-კვირას დაკეტილია.
ამრიგად, ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობამ 117,886-ს მიაღწია, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 39,779-მდე შემცირდა.
დღის განმავლობაში 881 პაციენტი განიკურნა, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 75 865-ს შეადგენს.
ვირუსის ზემოქმედების შედეგად დღე-ღამეში 29 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 4 დაავადებული გარდაიცვალა სხვა მიზეზების გამო. საერთო ჯამში, კორონავირუსით 1788 ადამიანი დაიღუპა, 454 სხვა დაავადებებით.
მთელი ამ დროის განმავლობაში ჩატარდა 465,551 ტესტი, ბოლო დღის განმავლობაში – 1,550.