საქართველოში, დღეში, კორონავირუსული ინფექციის 3,157 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემები განახლებულია მთავრობის ვებგვერდზე – StopCov.
ბოლო დღის განმავლობაში 3,230 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 65 291 ადამიანია.
გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი. საქართველოში COVID-19 დიაგნოზით სულ 733 ადამიანი გარდაიცვალა.
ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია 82 835 ინფიცირების შემთხვევა.
დღეისთვის საავადმყოფოებში 5 658 ადამიანი რჩება დაკვირვების ქვეშ, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3,315 ადამიანი.