სომხეთში ბოლო დღეებში მკვეთრად გაიზარდა COVID-19 ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები.
კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი სომხეთში 117,337-მდე გაიზარდა.
შედარებისთვის, აღვნიშნავთ, რომ 14 ნოემბრის მონაცემებით, ასეთი შემთხვევა იყო 115 855. ამრიგად, 24 საათში ინფექციის 1,482 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სომხეთში კორონავირუსის გართულებებით 1763 ადამიანი გარდაიცვალა (პლუს 25 ბოლო დღის განმავლობაში). კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალნენ არის 450 (პლუს 2 გასული დღე-ღამის განმავლობაში).
ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 74 984 ადამიანია. 40 140 ადამიანი მკურნალობს. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა – 464,001.
სომხეთში საგანგებო მდგომარეობა 16 მარტიდან 11 სექტემბრამდე მოქმედებდა. ახლა ქვეყანაში საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს, რომელიც 2021 წლის 11 იანვრამდე გაგრძელდება. რესპუბლიკაში “ნიღბის რეჟიმი” მოქმედებს.