საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 3,020 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემები მთავრობის ვებგვერდზე – StopCov -ზე განახლდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3 387 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 62 061-ია.
გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი. სულ საქართველოში COVID-19 დიაგნოზით 703 ადამიანი გარდაიცვალა.
ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში ლაბორატორიულად 79 678 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებულია.
დღეისთვის საავადმყოფოებში 5 592 ადამიანი რჩება დაკვირვების ქვეშ, ხოლო კოვიდსასტუმროებში 3,280 ადამიანი.