Surfshark-ის მეხუთე წლიური ციფრული ცხოვრების ხარისხის (DQL) ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 65-ე ადგილზეა, გასულ წელთან შედარებით ორი პოზიციით ამაღლებული. ციფრული ცხოვრების ხარისხის ინდექსი არის კვლევა, რომელიც აფასებს 121 ქვეყნის ციფრულ კეთილდღეობას 5 ძირითადი განზომილებით.

საქართველომ საუკეთესო შედეგი აჩვენა ელექტრონული უსაფრთხოების სფეროში და დაიკავა 43-ე ადგილი (9 პოზიციით მეტი შარშანდელთან შედარებით), ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ინტერნეტის ხარისხია, აქ ქვეყანა 102-ე ადგილზეა. საქართველო ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით 48-ე ადგილზეა, ინფრასტრუქტურით 55-ე და ელექტრონული მმართველობით 80-ე (ელექტრონული მმართველობა დაფუძნებულია დოკუმენტების მართვის ელექტრონულ სისტემასა და სხვა საინფორმაციო სისტემებზე).

საერთო ინდექსში საქართველო სომხეთს (69-ე ადგილი) და აზერბაიჯანს (74-ე ადგილი) უსწრებს. აზიაში საქართველო მე-20 ადგილზეა, სიას სინგაპური ლიდერობს.

საერთო ინდექსი საქართველო სომხეთს (69 – ი) და აზერბაიჯანის (74-ე ადგილი) უსწრებს. აზია საქართველო მე-20 ადგილზეა, სიას სინგაპუ რი ლიდერობს.

საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტი საშუალოდ 30 მბიტ/წმ-ია. შედარებისთვის: მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ფიქსირებული ინტერნეტი სინგაპურშია – მისი სიჩქარე 300 მბიტ/წმ-ია, მსოფლიოში ყველაზე ნელი ფიქსირებული ინტერნეტი იემენშია (სიჩქარე 11 მბიტი/წმ).

მობილური ინტერნეტი საშუალოდ 44 მბიტ/წმ. და 22%-ით უფრო სწრაფი ვიდრე სომხეთში, ხოლო ფიქსირებული ფართოზოლოვანი წვდომა 58%-ით ნელია. გასული წლიდან საქართველოში მობილური ინტერნეტის სიჩქარე 9%-ით გაიზარდა, ხოლო ფიქსირებული ფართოზოლოვანი წვდომის სიჩქარე 6%-ით.