სომხეთში კორონავირუსის 2 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი იტყობინება.
კორონავირუსის ინფექციის შედეგად გასული 24 საათის განმავლობაში 32 ადამიანი გარდაიცვალა.
ამრიგად, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 12 ნოემბრის მონაცემებით 112 680 გახდა, აქტიური ქეისების რაოდენობა 40 452 გაიზარდა. დღე-ღამეში გამოჯანმრთელებულია 1 794 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 70 130 შეადგენს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 32 მოქალაქე, კიდევ 11 პაციენტი თანმხლები დაავადებების შედეგად დაიღუპა. ჯამში 1 668 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.