სომხეთში 11 ნოემბერს, 11:00 საათისთვის, კორონავირუსული ინფექციის 1,861 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი იტყობინება.
ამრიგად, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 110 548-ს მიაღწია, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 40 157-მდე გაიზარდა.
დღის განმავლობაში 1 501 პაციენტი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 68,336 ადამიანია.
ვირუსით დღეში, 27 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 7 ინფიცირებული გარდაიცვალა სხვა მიზეზების გამო. საერთო ჯამში, კორონავირუსით სომხეთში დღემდე 1,636 ადამიანი გარდაიცვალა, 419 კი, სხვა დაავადების გამო.
მთელი ამ დროის განმავლობაში 448,450 ტესტი ჩატარდა, ბოლო დღის განმავლობაში – 4,226.