სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა დღეს, სომხებს მიმართა. ქვემოთ წარმოგიდგენთ მთლიან ტექსტს: ერთ თვეზე მეტია არცახი, სომხეთი, მთელი სომეხი ერი სამამულო ომის მონაწილეა, აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ წამოწყებული ომის, ასევე საერთაშორისო ტერორისტების წინააღმდეგ ომის.
ჩვენი მამაცი სამხედროები და მოხალისეები თავდაუზოგავად იბრძვიან, არ იშურებენ სიცოცხლეს.
თავისუფლებისა და ღირსებისათვის იბრძვიან, მამულისთვის.
მუხლს მოვიდრეკთ ჩვენი დაღუპული გმირებისა და მათი ოჯახების წინაშე.
ჩემს მწუხარებას ვუცხადებ დედებს და მამებს, რომლებმაც შვილი დაკარგეს, მეუღლეებს, რომლებმაც ქმრები დაკარგეს, დებს, რომლებმაც ძმები დაკარგეს, ბებიებს და ბაბუებს, რომლებმაც შვილიშვილები დაკარგეს…
ამ ომში გამარჯვება ჩვენთვის ოჯახის, ჩვენი კულტურის, ჩვენი ღირებულებების, ჩვენი სარწმუნოების დაცვას ნიშნავს, ნიშნავს ასევე ყველაფრის გაკეთებას, რათა მეორე გენოციდი არ მოხდეს, ნიშნავს ასევე ჩვენი გმირების, დაღუპული გმირების ხსოვნის ომს…
თითქმის 30 წლის წინ დაწყებული სამამულო ომი გრძელდება.
ხშირად მეკითხებოდნენ, როგორ შევძელით, მიწისძვრის განუკურნებელი ჭრილობებით, დანგრეული ეკონომიკით და თითქმის უიარაღო მდგომარეობით 30 წლის წინ გამარჯვება.
ალბათ, ვიღაცისთვის ჩვენი გამარჯვება ნამდვილად შეუძლებელია. მაგრამ არა ჩვენთვის.
30 წლის წინ ჩვენ არ გვქონდა ძლიერი ეკონომიკა, გზა, საწვავი, საკმარისი რაოდენობის იარაღი.
თუმცა ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან ჩვენ გვქონდა ყველაზე ძლიერი იარაღი- ჩვენ თვითონ, ჩვენი ერთიანობა.
და დღეს ზოგიერთი მეკითხება, როგორია ჩვენი დღევანდელი გამარჯვების გარანტია.
ჩემი პასუხი არ შეცვლილა- ჩვენი ერთიანობა.
მინდა ჩვენს პოლიტიკურ ძალებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეებს მოვუწოდო,
იყავით, როგორც ხალხი, ერთიანი და გაერთიანებული, ხალხის მაგალითს მიჰყევით…
ძვირფასო თანამემამულენო,
გარდა არცახის თავდამსხმელი მტრისა ჩვენ კიდევ ერთი მტერი გვყავს: კორონავირუსის პანდემია, რომელიც ყოველ დღე გვართმევს ადამიანებს.
ვუთანაგრძნობ ჩვენი თანამემამულეების ოჯახებს და ახლობლებს, რომლებიც პანდემიის მსხვერპლი გახდნენ.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშიც გამარჯვება ჩვენზეა დამოკიდებულია, იმაზე, თუ რამდენად ერთიანი და გაერთიანებული, ორგანიზებული და დისციპლინირებული ვიქნებით…
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ ბრძოლის მოწინავე მეომრებს – ყველას, ჯანდაცვის სისტემის ყველა მომუშავეს, ექიმით დაწყებული მედდითა და მედძმით დასრულებული; ძიძებს და სანიტარებს, სასწრაფო დახმარების მანქანების მძღოლებს და ტექნიკურ მომუშავეებს, რომლებიც დღე და ღამ თავდაუზოგავად იბრძვიან კორონავირუსის წინააღმდეგ.
ისინიც ფრონტის წინა ხაზზე არიან…
ძვირფასო თანამემამულენო არცახში, სომხეთში და დიასპორაში. მე მადლობელი ვარ თითოეულის ძალისხმევისა და მისწრაფებისთვის, თქვენი ზრუნვისა და სითბოსთვის, თქვენი ერთიანობისა და ორგანიზებულობის, თქვენი დახმარებისთვის.
დახმარებისთვის, რომელსაც თქვენ სხვადასხვა ხერხითა და საშუალებით აკეთებთ.
განაგრძეთ დახმარება: მატერიალურად და მორალურად, შემოწირულობებით და კეთილი საქმეებით, კავშირებით და ცოდნით, თქვენი უშუალო მონაწილეობით, ან შორიდან.
მთელი სომხობა იაზრებს მომენტის სერიოზულობას და სამშობლოს გარშემო სწრაფი გაერთიანების აუცილებლობას, შეუერთდა სრულიად სომხეთის ფონდის სამუშაოებს, რაც საერთო ეროვნულ მოძრაობად იქცა.
მინდა მადლობა გადავუხადო დიასპორიდან და სომხეთიდან ყველა შემომწირველს.
როდესაც სრულიად სომხეთის ფონდ “აიასტანში” შესაწირი შეგაქვთ, თქვენ არცახიდან სომხეთში თავშესაფარში მყოფ ოჯახებს ეხმარებით, ლტოლვილების პრობლემების მოგვარებას, დანგრეული სკოლებისა და სახლების აღდგენას.
სომხეთში და დიასპორაში მცხოვრებ ყველა შემომწირველს და კეთილისმყოფელს, საბჭოებს, ორგანიზაციებს, კერძო პირებს მოვუწოდებ სომხური ერის უსაფრთხოებისთვის მაქსიმალური გააკეთონ.
ჩვენი იმედი – ჩვენ თვითონ და ჩვენი ნამდვილი მეგობრები.
ჩვენ ერთად შევქმნით ჩვენს გამარჯვებას
ღმერთი იყოს არცახის, სომხეთისა და ჩვენი მთელი ერის მფარველი!