სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა.
სომხური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში 15 622 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 193 736 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 3 533 ადამიანი.