საქართველოში კორონავირუსის 910 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 8 081 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 685 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 449, „პისიარ“ ტესტით – 2 236.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: .დღიური – 13,61%, ბოლო 14 დღის – 20,44%, ბოლო 7 დღის – 17,28%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 626 282 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 562 614 გამოჯანმრთელდა, 16 398 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 826 144 აცრა, დღიურად აცრილია 92.
ამასთან, 6 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 002 პაციენტი, გარდაიცვალა 28.