დღეს, 3 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4701 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 331 ახალქალაქში და 151 ნინოწმინდაში.

როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა:

ადიგენი-1;
ასპინძა-0;
ახალციხე-0;
ახალქალაქი-0;
ბორჯომი-1 და
ნინოწმინდა-0:

საერთო ჯამში, რეგიონში 49 ადამიანია იზოლირებული:

1. ადიგენის – 10 პირი;
2. ასპინძა – 4 პირი;
3. ახალციხე – 1 პირი;
4. ახალქალაქი – 3 პირი;
5. ბორჯომის – 31 პირი;
6. ნინოწმინდის – 0 პირი.

დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 10 პაციენტი რჩება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი. გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირდა.

საერთო ჯამში, რეგიონში 4 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 48 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 1 პირი. ამ დროისთვის კვლევაში რჩება 358 ნიმუში.