22:00 საათის შემდეგ, რესტორნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აეკრძალებათ მუშაობა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
“იმის გათვალისწინებით, რომ, ასევე, რესტორნებში გამართული ღონისძიებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებმა იმუშავონ 22:00-მდე”, — განაცხადა ცქიტიშილმა.
15 ოქტომბერს რესტორნების მუშაობა 22:00 საათის შემდეგ თბილისსა და იმერეთში აიკრძალა, 20 ოქტომბრიდან კი მცხეთაში.