სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში 4366 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში ვირუსის 170 672 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3171 ადამიანი.