ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში გამოვლენილია COVID-19-ის 1,328 ახალი შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 22 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19– ით, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1413 ადამიანს აღწევს. ასევე, 7 -ით გაიზარდა სხვა დაავადებებით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი, რომლებსაც აქვთ COVID-19. სომხეთში ასეთი 383 შემთხვევაა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში 1,133 ადამიანი განიკურნა კორონავირუსული ინფექციისგან, ხოლო გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 57,599 ადამიანს აღწევს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, კორონავირუსი 94,776 ქვეყანაშია დადასტურებული.