წინასწარი პროგნოზებით, საქართველოს პარლამენტში სომხურ საზოგადოებას 2 დეპუტატი წარმოადგენს. ორივე მმართველი პარტიიდანაა- ერთი ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქიდან მაჟორიტარული სისტემით შეირჩა, ხოლო მეორე, რომელიც ასევე ჯავახეთიდანაა, პროპორციული სისტემით გავიდა. პარლამენტში მოხვედრილ ოპოზიციურ კანდიდატებს შორის სომხები არ არიან.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში არჩევნების მონაწილე სუბიექტთა ზუსტად ნახევარს პარტიულ სიებში ჰყავს საქართველოს სომეხი საზოგადოების წარმომადგენელი კანდიდატი. 48 პარტიიდან და 2 ბლოკიდან მხოლოდ 25-ს ჰქონდა არჩევნებამდე პარტიულ სიებში სომხური გვარი. სომხური გვარის 62 კანდიდატიდან, პარლამენტში საბოლოოდ სულ 2 იყო შერჩეული- მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან”. ორივე დეპუტატი წარმოადგენს ჯავახეთს, ერთი იყო შერჩეული მაჟორიტარული სისტემით, მეორე პარტიულ სიებში 37-ე ნომრად იყო წარმოდგენილი, და რადგან “ქართული ოცნება” პარტიული სიებისათვის 61 მანდატს ღებულობს, სუმბათ კიურეღიანი პარლამენტში ხვდება.

2020 წლამდე საქართველოს პარლამენტში სომხური საზოგადოების წარმომადგენელი ჯავახეთიდან 3:2 იყო, ხოლო ერთი თბილისიდან. ახალ მოწვევაში, თბილისის სომხური საზოგადოების ინტერესებს პარლამენტში არავინ წარადგენს.

მსგავსი სიტუაცია, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, პარტიული სიების გამოკვლევებით იყო პროგნოზირებადი. პარტიული სიების პირველ 30-ეულში სომხური ეროვნების დაახლოებით 10 კანდიდატი იყო ჩართული. სომხური გვარით 35 კანდიდატი პარტიული სიების პირველ 100-ეულში შედიოდა, ხოლო 16 კანდიდატი პირველ 100 ნომერში არც კი იყო ჩართული. პარტიული სიებით, რაც უფრო მაღალია ნომრით კანდიდატი, მით უფრო დაბალია მისი პარლამენტში მოხვედრის ალბათობა.

აღვნიშნავთ, რომ არჩევნების შედეგად ასევე შემცირდა აზერბაიჯანელი დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ყველაზე დიდ კომპაქტურად მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენე. თუკი ადრე პარლამენტში ქართველი აზერბაიჯანელი იყო 4, ამ მოწვევაზე, წინასწარი გამოთვლებით, პარლამენტში 3 აზერბაიჯანელი დეპუტატი იქნება, 2 მათგანი პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან” და ერთი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიიდან. აღნიშნულმა პარტიამ აბდულ ისმაილოვი მე-17 ნომრად, უპარტიოდ წამოაყენა. მას 34 მანდატის მიღებით პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა აქვს. ამავდროულად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სომეხი ეროვნების კანდიდატი მელიქ რაისიანი სიაში 51-ე ნომრად იყო ჩართული, ხოლო სხვა კანდიდატი თაგუი ვართანიანი მე-80. იმისათვის, რომ მელიქ რაისიანი პარტიული სიებით პარლამენტში მოხვედრილიყო, ბლოკს ამომრჩეველთა ხმების 45% უნდა დაეგროვებინა.