საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 37263 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 906 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 19810.
ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 285-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 324 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 209 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 346-ს შეადგენს. უცხოეთიდან
სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 075 პაციენტი.