დღეს, 28 ოქტომბერს, ახალქალაქში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
როგორც JNEWS-ს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ აცნობა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევაა დამტკიცებული, რომელთაგან 15 დარეგისტრირებულია ახალციხეში, 15- ახალქალქში, 1-ადიგენში, 3–ასპინძაში და 4–ნინოწმინდაში.
დღეის მდგომარეობით, მთელ რეგიონში 1042 ადამიანია თვითიზოლირებული. 514 – ახალციხეში, 98 – ბორჯომში, 72 – ადიგენში, 100 – ასპინძაში, 175 – ახალქალაქში და 83 – ნინოწმინდაში.