ახალქალაქში 300 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარებით, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებით იძლევა, ეკუთვნის მხოლოდ რესტორნების მომუშავეებს, რომლებმაც მუშაობა 28 ნოემბრიდან შეწყვიტეს და 1 თებერვლამდე არ გაიხსნებიან.
ანტიკრიზისული პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში 300 ლარის ოდენობის ერთჯერადი კომპენსაცია ტანსაცმლის ბაზრობის, სხვადასხვა მაღაზიის (სასურსათოს გარდა) ბევრმა მომუშავემ და თვითდასაქმებულმა მიიღო. მაშინ შეზღუდვები ბევრ ობიექტს შეეხო, ამიტომ კომპენსაციაც ადამიანთა იმ წრეში გაიცა, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს.
ამჯერად დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები მთელ ქვეყანას არ ეხება. 300 ლარის ოდენობის ერთჯერად დახმარებას მიიღებენ იმ ობიექტების მომუშავეები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების შედეგად 2020 წლის დეკემბერში და 2021 წლის იანვარში შემოსავალს არ მიიღებენ. ამ პროგრამით დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ისარგებლებს, გათვალისწინებულია 30 მლნ. ლარის ბოუჯეტი.
იქიდან გამომდინარე, რომ ახალქალაქში შეზღუდვები მხოლოდ რესტორნების საქმიანობას ეხება, რომლებსაც მხოლოდ გატანის სერვისით შეუძლიათ მუშაობა, აღნიშნული კომპენსაცია მხოლოდ იმ რესტორნების მომუშავეებს ეკუთვნის, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს.