ყარაბახის თავდაცვის არმია იტყობინება, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის ზონაში ვითარება შედარებით სტაბილური და დაძაბული იყო, ზოგიერთ ნაწილში საარტილერიო ბრძოლები გრძელდებოდა.
“საღამოს, მოწინააღმდეგის ძალებმა აქტიურად გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა ნაწილი თავდაცვის არმიის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა მოიგერიეს. მოწინააღმდეგე განაგრძობს ქალაქ მარტუნის, მარტაკერტის და ასკერანის ქვერაიონის ზედა სოფლების დაბომბვას.
ამჟამად ფრონტის ხაზის ზოგიერთი მიმართულებით ლოკალური დანიშნულების ბრძოლა მიმდინარეობს. თავდაცვის არმიის ნაწილები განაგრძობენ სამხედრო ამოცანის შესრულებას, ოპერატიულ-ტაქტიკურ ვითარებას აკონტროლებენ”, – ნათქვამია თავდაცვის არმიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინორმაციაში.
26 ოქტომბერს, გვიან ღამით მოწინააღმდეგემ ბრძოლის შედეგად კუბატლის დაკავება და ზოგიერთი მიმართულებით წინ წაწევა მოახერხა, – იტყობინება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, არცრუნ ჰოვანესიანი.
“დიახ, მოწინააღმდეგემ ზოგიერთ ადგილას წარმატებას მიაღწია, სიუნიკს მიუახლოვდა, მაგრამ ვითარება კრიტიკული არ არის. მჯერა სომეხი ჯარისკაცის ძალის, გონების, საზრიანობის და მდგრადობის. სომეხმა ჯარისკაცმა დღესაც, გუშინაც, თუკი სადმე უკან დაიწია კიდევაც, ბევრ ადგილას, მსოფლიოს წამყვანი არმიის სპეცრაზმელს გაქცევა აიძულა და ეს თითქმის ყოველ დღე გრძელდება”, – განაცხადა ჰოვანესიანმა.